იურიდიული ინფორმაცია
წესები და პირობები
კომპანიის დასახელება: ი/მ ზურაბ ჩახნაშვილი
1. კურსის აღწერა და სერვისები
კურსი მოიცავს ონლაინ სასწავლო მასალებს, პირდაპირ შეხვედრებს Zoom-ის პლატფორმაზე და მასალებზე წვდომას კურსის მიმდინარეობისას.
2. გადახდის პირობები
გადახდა ხორციელდება საბანკო გადარიცხვით. რეკვიზიტები იგზავნება რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ. ადგილი გარანტირებულია გადახდის დადასტურებიდან 24 საათში.
3. მომსახურების მიწოდება
სწავლება მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. შეხვედრები პირდაპირ ეთერში ტარდება Zoom-ზე. ყველა სესია იწერება და ხელმისაწვდომი რჩება კურსის დასრულების შემდეგაც.
4. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება, მათ შორის, თუ რეგისტრაციისა და გადახდის შემდეგ მომსახურებაზე უარს იტყვით. გთხოვთ, რეგისტრაციამდე დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ კურსზე დასწრებას. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: hello@zuka.ge
5. კურსის გაუქმების პირობები
კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს კურსი ფორსმაჟორული ან ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო. მსგავს შემთხვევაში, მონაწილეებს თანხა სრულად დაუბრუნდებათ.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისას ვაგროვებთ თქვენს სახელს, გვარს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, კომპანიის დასახელებასა და თანამდებობას.
2. რატომ ვაგროვებთ მონაცემებს
მონაცემები გამოიყენება მხოლოდ რეგისტრაციის დასასრულებლად და კურსის ადმინისტრირებისთვის (კომუნიკაცია, გადახდის დადასტურება, სასწავლო მასალებისა და სერტიფიკატის მიწოდება).
3. ვის ვუზიარებთ ინფორმაციას
თქვენი პერსონალური მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე მხარეს კომერციული მიზნებისთვის.
4. შენახვის ვადა
მონაცემები ინახება კურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც უსაფრთხოდ წაიშლება სისტემიდან.