← უკან კურსებზე
Claudeკურსი 01

Claude — საფუძვლები

ისწავლე Claude-თან „ლაპარაკი" სასურველი შედეგის მისაღებად.

ხანგრძლივობა5–6 საათი · 12 გაკვეთილიდონედამწყები79მალე
კურსის შესახებ

ეს არის შენი AI-ს საფუძველი. გაიგე, როგორ მუშაობს Claude-ის ლოგიკა, როგორ შექმნა ეფექტური პრომპტები და როგორ გადააქციო ჩატბოტი შენს ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლად.

სრული პროგრამა

მიმოხილვა

ეს კურსი არის შენი AI-ს საფუძველი. ვისწავლით, როგორ მუშაობს Claude-ის ლოგიკა, როგორ შექმნა პრომპტები, რომლებიც რეალურად მუშაობს, და როგორ ააწყო პერსონალური AI-სამუშაო სივრცე შენი ბიზნესისთვის — ანთროპიკის Claude 101 კურსის ანალოგი, ქართულად და ქართული ბიზნესის მაგალითებით.

რას ისწავლი

  • Claude-ის ლოგიკის გააზრება — სად მუშაობს კარგად, სად არა, რას ნიშნავს „კონტექსტი"
  • 4-ნაწილიანი პრომპტ-სტრუქტურა (როლი · კონტექსტი · დავალება · ფორმატი), რომელიც ქართულადაც კარგად მუშაობს
  • Claude Projects-ის გამოყენება შენი ბიზნესის კონტექსტის შესანახად
  • Artifacts — დოკუმენტებისა და დანართების სამართავად
  • პერსონალური Claude-სამუშაო სივრცის აწყობა ნულიდან

პროგრამა

მოდული 1 — რა არის Claude

ხუთწუთიანი მიმოხილვა, რომელიც ნდობას იძლევა. Claude vs ChatGPT — სად რომელი სჯობს. „კონტექსტური ფანჯრის" კონცეფცია — რა ახსოვს და რა — არა. ჰალუცინაციებთან გამკლავება.

მოდული 2 — პრომპტი, რომელიც მუშაობს

რატომ ვერ მუშაობს უმეტესი პრომპტი. ცოცხალი დემო — სუსტი vs ძლიერი პრომპტი იმავე დავალებაზე. 4-ნაწილიანი სტრუქტურა და როგორ მიიღო კარგი შედეგი 2-3 იტერაციით.

მოდული 3 — workflow-ები შენი ბიზნესისთვის

ხელახლა გამოყენებადი პრომპტ-შაბლონები (კლიენტის პასუხი, კონტენტი, შეჯამება). Projects-ის სრული აწყობა — სისტემური პრომპტი + ცოდნის ფაილები. ფაილების ატვირთვა და დამუშავება (PDF, ცხრილი, სურათი).

მოდული 4 — შენი სამუშაო სივრცე

ცოცხალი დანერგვა — შენ აშენებ შენი ბიზნესის Project-ს, მე ვუპასუხებ კითხვებზე. ხუთი მზა შაბლონი ერთად — და კურსის ბოლოს მზად გექნება სამუშაო Claude-კონფიგურაცია, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებ.

ხელსაწყოები

Claude.aiClaude Projects

ვისთვის არის

  • personვინც პირველად ეცნობა Claude-ს
  • personბიზნესის მფლობელები და მეწარმეები
  • personგუნდის წევრები, ვინც AI-ის ინტეგრაციას იწყებს ყოველდღიურ მუშაობაში
მზად ხარ?

Claude — საფუძვლები — ₾79

ან აიღე სრული წვდომა — ₾449 (დაზოგავ ₾455-ს)

იყიდე ეს კურსი →