ERPLMSAI ავტომატიზაციაკვირებში, არა კვარტლებში
ZUKA.GE
შიდა სისტემა

ყველა შეკვეთა,ყველა ეტაპი

ხედავთ, რომელი შეკვეთებია საამქროში, რა ეტაპზეა თითოეული, რა მასალა აკლია და რამდენი აქვს კლიენტს დარჩენილი გადასახდელი.

წარმოების ERPთითოეული შეკვეთა ყველა ეტაპზე, მასალებითა და გადახდებით.
წარმოების მთავარი გვერდი შეკვეთებით ეტაპების მიხედვით
წარმოების ERP
demos.zuka.ge

ვისთვისაა

  • ავეჯის საწარმო

    თითოეული შეკვეთის ეტაპები აზომვიდან მონტაჟამდე, გამოყენებული მასალებითა და მიღებული თანხით.

  • ლითონის საამქრო

    ჭრა, შედუღება და შეღებვა შეკვეთების მიხედვით, გამოყენებული ფურცლითა და პროფილით.

  • მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრის საწარმო

    თითოეული შეკვეთის ზომები, პროფილისა და მინის შეკვეთები და მონტაჟის თარიღი.

  • სამზარეულოს ავეჯის საწარმო

    შეკვეთა ნაწილებად და ეტაპებად იყოფა, რომ არაფერი გაიჭრას ან შეიკვეთოს ორჯერ.

  • ქვის სამუშაო ზედაპირების საამქრო

    შაბლონები, ჭრა და მონტაჟი თითოეული შეკვეთისთვის, ქვის ფილების ნაშთითა და ნაჭრებით.

  • სტამბა

    შეკვეთები ბეჭდვისთვის მომზადებიდან ბეჭდვასა და საბოლოო დამუშავებამდე, თითოეულის ვადითა და ფასით.

რას აკეთებს სისტემა

შეკვეთების სია

ყველა ინდივიდუალური შეკვეთა ერთ ადგილას, კლიენტით, ვადით, სტატუსითა და გადახდილი თანხით.

შეკვეთების სია

თითოეული შეკვეთის ეტაპები

ხსნით შეკვეთას და ხედავთ ყველა ეტაპს — ვინ შეასრულა და როდის. კლიენტს ზუსტ პასუხს აძლევთ.

შეკვეთის წარმოების ეტაპები

წარმოების დაგეგმვა

ხედავთ საამქროს დატვირთვას კვირების მიხედვით და წყვეტთ, რა შეკვეთა მიიღოთ და როდის შეძლებთ მიწოდებას.

წარმოების დაგეგმვა

საწყობი და მასალები

მასალების ნაშთები და გაფრთხილება, როცა შეკვეთას ისეთი მასალა სჭირდება, რომელიც არ გაქვთ.

მასალების საწყობი

საამქროს დავალებები ტელეფონში

თითოეული თანამშრომელი ტელეფონში ხედავს თავის დავალებებს და შესრულებას აღნიშნავს — ეტაპი ავტომატურად ახლდება.

საამქროს დავალებები ტელეფონში

ხარისხის შემოწმება და სტატისტიკა

აღრიცხავთ წუნს და ხედავთ მოგებას შეკვეთებისა და თვეების მიხედვით.

წარმოების სტატისტიკა

თავად სცადეთ

დემოში ქვის საამქროა ნაჩვენები — სამუშაო ზედაპირები, ფანჯრის რაფები და საფლავის ქვები. თქვენი საამქროსთვის სისტემა თქვენს პროდუქციას, ეტაპებსა და მასალებს მოერგება.

მონაცემები გამოგონილია, არაფერი ინახება. ტელეფონზეც მუშაობს.

გახსენით დემო ↗

როგორ მუშაობს

01
პირველი კონსულტაცია

30 წუთი — განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს. უფასოა.

02
პირველი ეტაპის მოცულობისა და ფასის შეთანხმება
03
შედეგების ჩვენება ყოველ კვირას
04
გაშვება და მხარდაჭერა

ფასი

6,000 ₾-დან

წარმოების ERP — 6,000–12,000 ₾ გამართვა, 2–3 კვირაში. სისტემა უკვე ორ ქარხანაში მუშაობს, ამიტომ ფასი მოიცავს მის თქვენზე მორგებას და არა ნულიდან შექმნას. უფრო დიდი, ინდივიდუალური სისტემები 15,000 ₾-დან იწყება და ეტაპობრივად იგეგმება.

50% — ხელშეკრულების გაფორმებისას, დანარჩენი — როცა თქვენს ბიზნესში ამუშავდება.

300–500 ₾/თვე — ჰოსტინგი, მხარდაჭერა და მცირე ცვლილებები.

გამართვა 6,000–12,000 ₾ ღირს. პირველი სამუშაო ვერსია, როგორც წესი, 2–3 კვირაში მზადაა. უფრო დიდი, ინდივიდუალური სისტემები 15,000 ₾-დან იწყება. პირველი ეტაპის ზუსტ ფასს უფასო კონსულტაციის შემდეგ შევათანხმებთ.

მოდით, ვისაუბროთ

რა გჭირდებათ?
ბიუჯეტი